შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, მარნეულში, წარსული უთანხმოების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა 2005 წელს დაბადებულ უ.ბ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.