საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს — Cnoba

News.ge სიახლე 03 Apr 2026, 10:12

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა მოიწვია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სხდომის მიზანია „იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“. მათ შორის, საუბარია სინოდის მომდევნო სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების, კრების გამართვის ადგილის, დელეგატების მოწვევის პროცედურისა და […]

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა მოიწვია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სხდომის მიზანია „იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მათ შორის, საუბარია სინოდის მომდევნო სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების, კრების გამართვის ადგილის, დელეგატების მოწვევის პროცედურისა და სხვა აუცილებელი საკითხების განხილვაზე.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება პატრიარქობის კანდიდატების ვინაობები, თუმცა სინოდის წევრები იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქოს კანდიდატი. მათ შორის, სავარაუდოდ, საუბარია ასაკსა და განათლებაზე:

„დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ გამოირჩეს შემდგომი სამი კანდიდატი. დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. ის იქნება წინმსწრები გაფართოებული კრებისა“.

დებულების თანახმად, გაფართოებული კრება, რომელზეც სინოდის წევრებმა პატრიარქი უნდა აირჩიონ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს:

„რაც შეეხება საკითხებს, რომლებზეც შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, დასაზუსტებლად, გეტყვით ერთ რამეს, რომ ყველა მღვდელთმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებს კათოლიკოს-პატრიარქთან და მის დატოვებულ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება, ასეთია საერთო განწყობა და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო, სწორედ ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული“, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ანდრია ჯაღმაიძემ.

სინოდის სხდომაზე შესვლამდე, პატრიარქობის კანდიდატების ასაკსა და განათლებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა.

ვრცლად


რელევანტური