რა საკითხებს ეთმობა დღეს წმინდა სინოდის სხდომა- რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე — Cnoba

GuriaNews სიახლე 03 Apr 2026, 11:11

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. “დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცედურული საკითხების მოწესრიგებას, რომლებიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრებისა. გაფართოებული კრება, მოგეხსენებათ, 40 დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას […] The post რა საკითხებს ეთმობა დღეს წმინდა სინოდის სხდომა- რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე appeared first on გურია ნიუსი.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცედურული საკითხების მოწესრიგებას, რომლებიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება.
სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრებისა.
გაფართოებული კრება, მოგეხსენებათ, 40 დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა. ასეა დებულებაში.
დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა. ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც აქვს საქართველოს ეკლესიას.

სავარაუდოდ, დღეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი. ამიტომ მათ შორის შესაძლოა, ამაზეც იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი, რა თქმა უნდა”,_ განაცხადა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

The post რა საკითხებს ეთმობა დღეს წმინდა სინოდის სხდომა- რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე appeared first on გურია ნიუსი.