„სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება“ – მეუფე ვახტანგი — Cnoba
ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება. როგორც ის აცხადებს, წმინდა სინოდმა უნდა გადაწყვიტოს საპატრიარქო კანდიდატის ასაკი იქნება 70 წელი, თუ კიდევ დაემატება 2 წელი. „[სინოდის სხდომაზე] სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა უფრო კონკრეტული სახე ჩამოყალიბდეს. უნდა განვიხილოთ მართვა-გამგეობის დებულება. განიხილება განათლების და ასაკის საკითხი. პროცედურა ისეთი რამაა, რომ ექვემდებარება განსჯას. ყველას ექნება თავისი სიტყვა, კონკრეტული აზრი და ჩვენ ჩამოვყალიბდებით. არის საკითხები, რომელიც ექვემდებარება კანონს, დებულებას და არის საკითხები, რომელზედაც კონკრეტული თვალსაზრისით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს საკითხებია: ასაკი… The post „სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება“ – მეუფე ვახტანგი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.