სააგენტო "პარალელი"
4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 4 და 5 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება.
ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.
კვირას, 10:30 საათზე ფესტივალის მეორე დღე ტრადიციულად იაპონური ჩაის წარმოდგენით გაიხსნება, რის შემდეგაც სუშისა და კინცუგის მასტერკლასები გაიმართება.
“საკურას ყვავილობის დღეები” თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით უკვე მეექვსედ იმართება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს
4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” გაიმართება
პარალელი