სიახლე

„იქ მყოფები ჩვენს დანახვაზე ცოტათი დაიბნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ გადაღების ხალხი ვიყავით!“

GuriaNews

მიხაილ სალაძე იგონებდა: „როგორც იცით, ფილმში „ხარება და გოგია“ ძირითადად სპორტსმენები ვმონაწილეობდით, მოჭიდავეები და ველოსპორტის ჯადოქარი, უსაყვარლესი ვაჟკაცი ომარ ფხაკაძე (ხარება). გოგიას როლი შესანიშნავად მოირგო დიდმა მოჭიდავემ და კოლორიტულმა პიროვნებამ ლევან თედიაშვილმა. იმ ეპიზოდს ვიღებთ, ხარებას ძმა რომ უნდა მოვიტაცოთ ციხიდან. შესვენება გამოცხადდა. – პური ხო უნდა ვჭამოთ, მამაძაღლი! – შემოგვძახა თედიაშვილმა. – რა თქმა […] The post „იქ მყოფები ჩვენს დანახვაზე ცოტათი დაიბნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ გადაღების ხალხი ვიყავით!“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

 მიხაილ სალაძე იგონებდა:

„როგორც იცით, ფილმში „ხარება და გოგია“ ძირითადად სპორტსმენები ვმონაწილეობდით, მოჭიდავეები და ველოსპორტის ჯადოქარი, უსაყვარლესი ვაჟკაცი ომარ ფხაკაძე  (ხარება). გოგიას როლი შესანიშნავად მოირგო დიდმა მოჭიდავემ და კოლორიტულმა პიროვნებამ ლევან თედიაშვილმა.

იმ ეპიზოდს ვიღებთ, ხარებას ძმა რომ უნდა მოვიტაცოთ ციხიდან.

შესვენება გამოცხადდა.

– პური ხო უნდა ვჭამოთ, მამაძაღლი! – შემოგვძახა თედიაშვილმა.

– რა თქმა უნდა, ყველანი მომშეულები ვართ, – დავუკარით კვერი.

– აბა, ერთი კარგი სამწვადე ვიცი, ჩემი ახლობელია გამგე, – კვლავ გააქტიურდა ლევანი.

დრო რომ არ დაგვეკარგა გახდა-ჩაცმაში, ეგრევე, ჩვენი ჩოხებით, ხანჯლებითა და მაუზერებით ჩავცვივდით ორ მანქანაში და იმ სამწვადეს მივადექით. ჭამა-სმა კახეთში არ ეშლებათ და სამწვადეში იქაური დარდიმანდები ქეიფობდნენ რამდენიმე მაგიდასთან.

მუდამ მოუსვენარმა ლევანმა რაღაც ჩაიფიქრა „თათარიახნად“. წაგვიძღვა წინ და შევლაგდით დარბაზში.

იქ მყოფები ჩვენს დანახვაზე ცოტათი დაიბნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ გადაღების ხალხი ვიყავით! გაოცება ვინ აცალა, ლევანმა „მაუზერი“ ამოიღო და დასჭყივლა:

– ახლა კი დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი! აიტ! – დასცხო კიდევაც მათი მიმართულებით „ხალასტოი“ ტყვიები.

სროლაო?! აირია მონასტერი. ვინ დახლის ქვეშ შეძვრა, ვინ მაგიდის ქვეშ, ატყდა ერთი გნიასი.

– კაცო, არ დაგვხოცოთ, კაცო! ქრისტიანები არა ხართ? – აბღავლდნენ „ვაჟკაცი“ მოქეიფეები, სადღეგრძელოში რომ ყველა გმირობაზე დებდა თავს. ოღონდ არ დაგვხოცოთ და სულ აღარ ვჭამთ მწვადსა! – ყვირის ერთი მაგიდის ქვემოდან.

– საერთოდ, მარხვაზე დავჯდებით! – ყვირიან მეორე მაგიდის ქვემოდან.

– სუფრა გაგვიშალეთ, თორემ მოვიდა თქვენი აღსასრული! – არ წყნარდება ლევანი, – თქვე მუქთამჭამელო ბობოლებო, თქვენი დედა კი ვატირე! – და დასცხო ისევ ტყვიები.

„ხალასტოი“ ტყვიებით, რა თქმა უნდა, არავინ დაჭრილა, მაგრამ ხმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია და ისე შეშინდნენ – ენა ჩაუვარდათ.

ლევანის ახლობელმა სამწვადეს „ხაზეინმა“ სასწრაფოდ გააშლევინა სუფრა ჩვენთვის, გვარიანად შეშინებულმა.

– აიტ! კვლავ დასჭყივლა ლევანმა და აქ მოხდა სასწაული… სამწვადის უფროსმა ხმაზე იცნო თედიაშვილი. დამალვა-დაფარვას რა აზრი ჰქონდა და რომ მოტვინა, რაც მოხდა, სულით კახელმა „ხაზეინმა“ ჩვენი მისამართით ისეთი კახური „მრავალსართულიანი“ გინებები დაახვავა, ყურში არ შეიშვებოდა.

– ესაა, ბიჭო, ახლობელი?! – ვიცინოდით დანაყრებულები, – ასე უნდა გვაგინოს ახლობელმა?!

– ახლობელმა ახლა უნდა გიჩვენოთ თქვენა! – გაიქაჩა „მეპატრონე“ და წამოვიდა და რა წამოვიდა პურმარილი.

გადაიდო გადაღება მეორე დღისთვის…“

The post „იქ მყოფები ჩვენს დანახვაზე ცოტათი დაიბნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ გადაღების ხალხი ვიყავით!“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი