სიახლე

ზელენსკი: „რუსეთი ირანს ეხმარება, თუმცა, აშშ ამას ყურადღებას არ აქცევს“

GuriaNews

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ აშშ იგნორირებას უკეთებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ეხმარება ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმებში, _ იუწყება Guardian. ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო თანამგზავრებმა გადაიღეს აშშ-ს სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობა სპარსეთის ყურესა და ისრაელში, ეს მონაცემები კი ირანს გადასცეს. „მე ეს საჯაროდ ვთქვი. ჰქონდა თუ არა ამაზე რეაქცია […] The post ზელენსკი: „რუსეთი ირანს ეხმარება, თუმცა, აშშ ამას ყურადღებას არ აქცევს“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ აშშ იგნორირებას უკეთებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ეხმარება ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმებში, _ იუწყება Guardian.

ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო თანამგზავრებმა გადაიღეს აშშ-ს სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობა სპარსეთის ყურესა და ისრაელში, ეს მონაცემები კი ირანს გადასცეს.

„მე ეს საჯაროდ ვთქვი. ჰქონდა თუ არა ამაზე რეაქცია აშშ-ს? პრობლემა იმაშია, რომ მათ სჯერათ პუტინის. და ეს ძალიან საწყენია.

დონალდ ტრამპის გუნდი ვერ ხვდება, რა უნდა რუსეთს“, _ თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპის ორმა წარმომადგენელმა _ სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა „ძალიან დიდი დრო გაატარეს პუტინთან და რუს მაღალჩინოსნებთან. ისინი ხუთჯერ იმყოფებოდნენ მოსკოვში და არც ერთხელ _ კიევში“.

The post ზელენსკი: „რუსეთი ირანს ეხმარება, თუმცა, აშშ ამას ყურადღებას არ აქცევს“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი