ვინ შეცვლის ჩოხატაურის საკრებულოს გარდაცვლილ წევრს პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოდან”, მამუკა ცინცაძეს და როგორია საკრებულოში გამოკლებული წევრის შეცვლის პროცედურა- ამ საკითხის გარკვევა “გურია ნიუსმა” სცადა.
“საკრებულომ აცნობა საოლქო საარჩევნო კომისიას, წევრის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების მეორე დღიდან ავტომატურად წყდება უფლებამოსილება. საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას ადგილმონაცვლის შესახებ.(საოლქო თვითონ უკავშირდება შემდეგ წევრს და თვითონ იღებს თანხმობას). განკარგულებას საკრებულოს სხდომაზე საკრებულო იღებს ცნობად.(კენჭისყრის გარეშე)”,_ გვპასუხობს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე.
როგორც “გურია ნიუსს” კითხვაზე თუ ვინ ჩაანაცვლებს მამუკა ცინცაძეს საკრებულოში, “ლელო-ძლიერ საქართველოს” ლიდერმა, ნუგზარ ჩხიკვაძემ განუცხადა, სიის მეორე ნომერი მაია რამიშვილია.
The post ვინ შეცვლის ჩოხატაურის საკრებულოს გარდაცვლილ წევრს “ლელო-ძლიერი საქართველოდან” appeared first on გურია ნიუსი.