სიახლე

თეთრიწყაროში სტუდენტებისთვის ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

რეგიონალური სიახლეები

2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამა განკუთვნილია ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა იმ წარმატებულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება – წინა სემესტრში მიღებული აქვთ შეფასება A (90 ქულა და მეტი)....

პირველწყარო →

2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამა განკუთვნილია ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა იმ წარმატებულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება – წინა სემესტრში მიღებული აქვთ შეფასება A (90 ქულა და მეტი).

სტიპენდიის ოდენობა სემესტრში 500 ლარს შეადგენს (გადასახადების ჩათვლით).

პრემიის მისაღებად სტუდენტებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის: :

 განცხადება მერის სახლზე;

პირადობის მოწმობის ასლი;

 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;

ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;

განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით.

პროგრამა ხორციელდება 2026 წლის პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.

პროგრამასთან დაკავშირებული ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6739967

მითითებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გადმოგზავნოთ ონლაინ meria@tetritskaro.gov.ge ან მოიტანოთ ადგილზე მატერიალური სახით.


მსგავსი