სიახლე

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

MegaTV

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციისა და საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფი”-ს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე […]

პირველწყარო →

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციისა და საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფი”-ს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ა. მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, ცდილობდა  საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, 1978 წელს დაბადებული ი.ო-ს და 2000 წელს დაბადებული მ.დ-ს უკანონოდ გადაყვანას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით  და 19-344 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


მსგავსი