გორში, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსბამობები – ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.აღნიშნული შეუსაბამობების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.