სიახლე

სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

Alia

სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილი ადგილობრივი, ბესო შარაშენიძეა. ავარია გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. შეჯახებისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ხუთმა ადამიანმა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს […] The post სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა appeared first on .

პირველწყარო →

სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილი ადგილობრივი, ბესო შარაშენიძეა. ავარია გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. შეჯახებისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ხუთმა ადამიანმა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

The post სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა appeared first on .


მსგავსი