სიახლე

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე ჩერნობილის კატასტროფაზე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე ჩერნობილის კატასტროფაზე ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ ჩერნობილში მომხდარ კატასტროფას, ტრაგედიას ეხმაურება და კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს აქცენტს: “40 წლის წინ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა. 28 აპრილს, დილით, შვედეთში გამოსხივება გაზომეს და თითქმის 40%-ით აღემატებოდა ნორმალურს. საბჭოეთმა უარყო, რომ ამ ამბავთან […] “როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე ჩერნობილის კატასტროფაზე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე ჩერნობილის კატასტროფაზე

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ ჩერნობილში მომხდარ კატასტროფას, ტრაგედიას ეხმაურება და კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს აქცენტს:

“40 წლის წინ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა.

28 აპრილს, დილით, შვედეთში გამოსხივება გაზომეს და თითქმის 40%-ით აღემატებოდა ნორმალურს. საბჭოეთმა უარყო, რომ ამ ამბავთან რაიმე საერთო ჰქონდა.

ახალი ჩასული ვიყავი იენაში, გდრ-ში. დასავლეთ გერმანიის ტელევიზიის ვუყურებდით ყველა და როცა გამოაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირში დიდი ატომური კატასტროფა მოხდა, ჩემებს დავურეკე. მამაჩემს, რომელსაც კომუნისტების ერთი სიტყვისაც კი არ სჯეროდა – ამხელა კატასტროფას თუ დამალავდნენ მაინც ვერ წარმოედგინა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

ორიოდე თვით ადრე, 1986 წლის თებერვალში კომპარტიის XXVII ყრილობაზე გორბაჩოვი ბევრს ლაპარაკობდა Гласность-ზე (საჯაროობაზე).

28-ში საღამოს „ავარიის“ აღიარება მოუწიათ კომუნისტებს. 29-ში სიტყვა კატასტროფაც იხმარეს, მაგრამ კატასტროფის მასშტაბებს ისევ მალავდნენ – აბა, პირველმაისობას ხომ არ ჩაუმწარებდნენ ხალხს.

პირველ მაისს, კიევში, ხალხი რასაკვირველია არ გააფრთხილეს და დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარეს პირველმაისობა. არადა, ჩერნობილის რადიოაქტიური გამოსხივება ორასჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე ჩამოგდებული ბომბისას.

ფოტოზე: 30 აპრილს საბჭოთა ტელევიზიით ნაჩვენები ჩერნობილის აეს-ის პირველი ფოტო, რომელიც რეტუშირებული (დაფოტოშოპებული, ახალგაზრდებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს) იყო, კატასტროფის მასშტაბის დასამალად“, – წერს ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში.

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე ჩერნობილის კატასტროფაზე
პარალელი


მსგავსი