ფეთქებადი და მტვრევადი მასალების არასწორად განთავსება/ რეალიზაციაზე ჯარიმები მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება
ადმინისტრაციული ჯარიმები, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და მტვრევადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ამჟამად მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. პროექტის თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი – 5 000… The post ფეთქებადი და მტვრევადი მასალების არასწორად განთავსება/ რეალიზაციაზე ჯარიმები მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →