სიახლე

დმანისის ხელმძღვანელობა RMG-ის გარემოსდაცვით ინიციატივებს გაეცნო

რეგიონალური სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად, კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტებს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობები, გამწვანების სამუშაოები და გარემოსდაცვითი სისტემები, რომლებიც გარემოს დაბინძურების პრევენციას ემსახურება. ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის ახალ, უსაფრთხო პროექტს. შეხვედრა RMG-ისა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და მიზნად კომპანიის გარემოსდაცვითი...

პირველწყარო →

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად, კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტებს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობები, გამწვანების სამუშაოები და გარემოსდაცვითი სისტემები, რომლებიც გარემოს დაბინძურების პრევენციას ემსახურება. ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის ახალ, უსაფრთხო პროექტს.

შეხვედრა RMG-ისა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და მიზნად კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის გაცნობას ისახავდა.


მსგავსი