პროექტი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონში სპორტული უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავში მზადების პროცესს ადგილზე გაეცნენ და სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს.
ფესტივალის ფინალური ეტაპი 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება, სადაც ქვემო ქართლი სპორტის 14 სახეობაში იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სპორტული სფეროს ხელმძღვანელები, ისე ოლიმპიური ჩემპიონები, მწვრთნელები და სპორტსმენები.