ავარიას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსთან 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც 5 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
ადგილზე დაიღუპა 17 წლის ბიჭი,მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით სავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
The post ავარიას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.