სიახლე

კიდევ ერთი აკადემია იქმნება

მედიაცენტრი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება – დიპლომატიის აკადემია შეიქმნება. ეს იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მაღალკვალიფიციურ დიპლომატებს მოამზადებს. „სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე. აკადემია ფუნქციონირებას მომავალი წლის სექტემბრიდან, , ავტორიზაციის გავლის შემდეგ დაიწყებს. საქართველოს ამოცანაა, მომზადდეს მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის. The post კიდევ ერთი აკადემია იქმნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი