სიახლე

“რომ შემოანგრია, მანქანიდან ისროდა ბოთლებს…” – ვინ არის მძღოლი, რომელმაც საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია?

Alia

ტვ პირველის ინფორმაციით, კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოს ეზოში თეთრი პრიუსით, ტაქსის ტრაფარეტით შევარდა, 40 წლამდე ასაკის როსტომ მაზმიშვილია და ირწმუნება, რომ არაფერი ახსოვს. მანქანა ნაქირავები იყო: “სახეზეც არ მყავს ნანახი. დაახლოებით ერთი თვეა რაც ნაქირავები ჰყავს მანქანა. ვადები არ ვიცი, რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს იტოვებენ. არ ვიცნობ, არც ნანახი არ მყავს. ქირას […] The post “რომ შემოანგრია, მანქანიდან ისროდა ბოთლებს…” – ვინ არის მძღოლი, რომელმაც საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია? appeared first on .

პირველწყარო →

ტვ პირველის ინფორმაციით, კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოს ეზოში თეთრი პრიუსით, ტაქსის ტრაფარეტით შევარდა, 40 წლამდე ასაკის როსტომ მაზმიშვილია და ირწმუნება, რომ არაფერი ახსოვს. 

მანქანა ნაქირავები იყო:

“სახეზეც არ მყავს ნანახი. დაახლოებით ერთი თვეა რაც ნაქირავები ჰყავს მანქანა.  ვადები არ ვიცი, რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს იტოვებენ. არ ვიცნობ, არც ნანახი არ მყავს. ქირას როგორც ჩანს ყოველდღიურად იხდიდა, თორემ  ამდენი ხანი ხომ არ გაუჩერებდნენ მანქანას”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

საპატრიარქოს თანამშრომლები, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები არიან, ამბობენ, რომ კაცი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ბოთლებს ისროდა და “ყველას მისამართით ილანძღებოდა”.

“პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და გამოვედით… გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. მერე გავიგეთ, რომ მართლა ფსიქიურად დაავადებულთა დისპანსერში წოლილა. ყველას გვლანძღავდა საერთოდ. დაშავებული არავინაა. კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ”, – ამბობს საპატრიარქოს თანამშრომელი.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  “ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”.

“მანქანა უცხო კაცს მივაქირავეთ… მძღოლი ცუდად გახდა…” – რა არის ცნობილი პირზე, ვინც მანქანით საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია?

The post “რომ შემოანგრია, მანქანიდან ისროდა ბოთლებს…” – ვინ არის მძღოლი, რომელმაც საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია? appeared first on .


მსგავსი