სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება
სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისიდან აღდგება. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისს, 14:00 საათიდან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 14 მაისიდან იყო შეზღუდული სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის”, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. The post სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →