სიახლე

,,ევროპა უნდა შეუერთდეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს, თუმცა არა როგორც მედიატორი” – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მედიაცენტრი

,,ევროპა უნდა შეუერთდეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს, თუმცა არა როგორც მედიატორი. იევროპას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი განხილვისას”, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ესპენ ბარტ ეიდემ აღნიშნა, რომ ევროპელებს სჭირდებათ მომლაპარაკებელი იმ შეთანხმების ასპექტების განსახილველად, რომლებიც უშუალოდ ეხება ევროკავშირის ინტერესებს. „ვფიქრობ, მეტაფორულ მაგიდასთან ევროპული ხმის არსებობა სწორია“, – განაცხადა მან ევროკავშირის მთავარ დიპლომატთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ. „ჩემი აზრით, ევროპას აქვს საკუთარი რეალური ინტერესები, რომლებიც გარკვეულწილად ემთხვევა უკრაინისას, თუმცა მათ ფარგლებსაც სცილდება“. The post ,,ევროპა უნდა შეუერთდეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს, თუმცა არა როგორც მედიატორი” – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი