გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი
გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი სწორედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს. ციხე მაღალ გორაკზე XVII-XVIII-ე საუკუნეშია აგებული. ციხეს ოდითგანვე საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და ის ერისთავების კუთვნილებას წარმოადგენდა. ის რომ ციხეს საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა, ის სათოფურებიც მიანიშნებს, რომელიც კედლებშია დატანებული. ციხე შემოფარგლულია 4 კედლით. თითოეული კედლოს სიმაღლე 5 მეტრია. ციხის შიგნითაა მარანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ციხის ირგვლივ კი გაშენებულია ულამაზესი დენდროლოგიური ტყე-პარკი, მრავალი ჯიშის იშვიათი ასწლოვანი მცენარეებით: სამი საუკუნის მუხა, ფანქრის ხე, კანფეტის ხე, სექვოია გიგანტი და სხვა. გურიის ერისთავების ციხე-დარბაზს და დენდროლოგიურ ბაღს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ამჟამად აქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გურიის ერისთავების რეზიდენციას შუა საუკუნეების საიდუმლო სამყაროსაც უწოდებენ, რომელიც გურიის მთებსა და მდინარის ნისლიან ხეობაშია ჩაკარგული. სწორედ ეს იყო გურიის ერისთავების რეზიდენცია. ციხე-დარბაზში, რომელიც ქვის სქელი კე…
პირველწყარო →