სიახლე

აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო

Alia

აშშ-ში, ქალაქ კანზას-სიტიში სროლა მოხდა იმ ბაზის მახლობლად, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ინგლისის ნაკრები ივარჯიშებს. გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ 6 ივნისის დილას, ტროსტ-ავენიუს ქუჩაზე მოხდა, რომელიც ბაზიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლის მიზეზი უცნობია. პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუკავებია. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრები კანზას-სიტის […] The post აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო appeared first on .

პირველწყარო →

აშშ-ში, ქალაქ კანზას-სიტიში სროლა მოხდა იმ ბაზის მახლობლად, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ინგლისის ნაკრები ივარჯიშებს.

გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ 6 ივნისის დილას, ტროსტ-ავენიუს ქუჩაზე მოხდა, რომელიც ბაზიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლის მიზეზი უცნობია. პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრები კანზას-სიტის საწვრთნელ ბაზაზე ჯერ არ ჩასულა.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. მეოთხედფინალიდან მოყოლებული ფინალის ჩათვლით, ყველა შეხვედრა აშშ-ში გაიმართება.

The post აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო appeared first on .


მსგავსი