ვიდეო

ბებია, რომელიც შვილიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს, TikTok-ის ვიდეოში კვლავ ბავშვს ეჩხუბა

Alia

სოციალურ ქსელ TikTok -ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება. აღნიშნულ ვიდეოს ბექა კვა­ჭან­ტირაძე ავრცელებს. გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ambebi.ge-ის შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ცნობისთვის, აღნიშნული პირი (ბებია) იმავე მუხლით, tik-tok ლაივში ბავშვის ცემის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. 2 სექტემბერს სასამართლომ ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით […] The post ბებია, რომელიც შვილიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს, TikTok-ის ვიდეოში კვლავ ბავშვს ეჩხუბა appeared first on .

პირველწყარო →

სოციალურ ქსელ TikTok -ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება. აღნიშნულ ვიდეოს ბექა კვა­ჭან­ტირაძე ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ambebi.ge-ის შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, აღნიშნული პირი (ბებია) იმავე მუხლით, tik-tok ლაივში ბავშვის ცემის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. 2 სექტემბერს სასამართლომ ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უცნობია, როდის მოხდა მისი გათავისუფლება.

The post ბებია, რომელიც შვილიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს, TikTok-ის ვიდეოში კვლავ ბავშვს ეჩხუბა appeared first on .


მსგავსი