სიახლე

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

მედიაცენტრი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დანაშაუალის მოტივი მიწის გამო დავაა, რის გამოც მეზობლებს შორის წარსულშიც არსებობდა დაპირისპირება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. The post ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი