სიახლე

სამეგრელოში ძაღლების ჩიპირება იწყება

მედიაცენტრი

სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო. პროგრამით გათვალისწინებულ მანიპულაციებს ტენდერით გამოვლენილი ვეტერინარული დაწესებულებები განახორციელებენ. ლოკაციების და შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს. ღონისძიებები გულისხმობს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას მიკროჩიპების გამოყენებით და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას. პროგრამა ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. The post სამეგრელოში ძაღლების ჩიპირება იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი