
ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, ცენტრთან არსებული შემოქმედებითი სტუდიების საანგარიშო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარდგნენ ბავშვთა ხატვის, ხეზე კვეთის, ხალხური საკრავების, თეატრალური, საესტრადო და ხალხური სიმღერის, ასევე ხალხური და სამეჯლისო/სპორტული ცეკვის შემსწავლელი სტუდიების აღსაზრდელები.


კონცერტისა და გამოფენის ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მონაწილეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე თეატრალური წარმოდგენები.
საანგარიშო ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობები და ცენტრის მნიშვნელოვანი როლი კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
