,,ჩვენ ირანში არანაირ ფულს არ ვდებთ, გუშინ გავრცელდა ჭორი, სასაცილო იყო” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მეორე ეტაპზე გადადის. „ირანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ის წარმატებული უნდა იყოს. ეს მეორე ეტაპზე გადადის, რაც, ვფიქრობ, უფრო ადვილი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში კატარის ემირთან შეხვედრისას. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანში ფულის ინვესტირებას არ გეგმავს. „სხვათა შორის, ჩვენ ირანში არანაირ ფულს არ ვდებთ. გუშინ გავრცელდა ჭორი. სასაცილო იყო. გვაქვს უფლება, ოდესმე შევიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა ან ვინმეს უნდა, მაგრამ არანაირ ფულს არ ვდებთ. არ გვაქვს ვალდებულება, ირანში ფული ჩავდოთ“, – აღნიშნა ტრამპმა. The post ,,ჩვენ ირანში არანაირ ფულს არ ვდებთ, გუშინ გავრცელდა ჭორი, სასაცილო იყო” – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →