რუსული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა-ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
გეგმური ფრენის განხორციელებისას რუსული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ფაქტის შესახებ დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. …