სიახლე
ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
Batumelebi
ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 26 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დააკავეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა. The post ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს appeared first on Batumelebi.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.