სიახლე

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა

მედიაცენტრი

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანა აბულაძე 2024 წლიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა. „ანა აბულაძე 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2024 წლიდან იკავებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი