,,კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება” – პეზეშკიანი
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან გაფორმებულმა ურთიერთგაგების მემორანდუმმა ნავთობისა და ნავთობქიმიურ სექტორზე სანქციები მოხსნა, კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება. ,,იმავდროულად, მემორანდუმის იმპლემენტაციაზე მომუშავე ირანული და ამერიკული ტექნიკური ჯგუფები უახლოეს დღეებში დოჰაში შეხვედრას გეგმავენ”, – განუცხადა „როიტერსს“ მოლაპარაკებების კურსში მყოფმა წყარომ. წყაროს ცნობით, შუამავლებმა დაამყარეს საკომუნიკაციო არხები ნებისმიერი ინციდენტის დეესკალაციისთვის და ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება. The post ,,კატარში გაყინული 12 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 6 მილიარდი დოლარი გათავისუფლდება და ირანს დაუბრუნდება” – პეზეშკიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →