ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს
ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ფულად ნაშთებზე დარიცხული პროცენტებიდან 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის არაგეგმური მოგება მიიღო. ევროკომისიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში დაგროვილ შემოსავალს მოიცავს და უკრაინის მხარდასაჭერად მიიმართება. ეს უკვე რიგით მეხუთე ტრანსფერია – წინა ტრანში 2026 წლის მარტში განხორციელდა. რუსული აქტივების გაყინვის შემდეგ, მათგან მიღებულმა ჯამურმა არაგეგმურმა მოგებამ 8 მილიარდ ევროს მიაღწია. „რუსეთმა მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ ვიყენებთ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს, რათა უზრუნველვყოთ ამის გაკეთება. ამ თანხებიდან დამატებით 1.4 მილიარდ ევროს უკრაინას გადავცემთ, რაც დაეხმარება მას რუსეთის უკანონო… The post ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →