სიახლე

“მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს”- კაია კალასი

GuriaNews

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმაურება. “მხოლოდ დაგმობის სიტყვები კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მყარ სამხედრო მხარდაჭერასა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას შეუძლია. ამ კვირაში ევროკავშირმა დაიწყო 6 მილიარდი ევროს გამოყოფა 90-მილიარდიანი დამხმარე სესხის ფარგლებში, რაც კიევის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. […] The post “მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს”- კაია კალასი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმაურება.

“მხოლოდ დაგმობის სიტყვები კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მყარ სამხედრო მხარდაჭერასა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას შეუძლია.

ამ კვირაში ევროკავშირმა დაიწყო 6 მილიარდი ევროს გამოყოფა 90-მილიარდიანი დამხმარე სესხის ფარგლებში, რაც კიევის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დღეს მე გამოვალ ინიციატივით, რომ თავდასხმების საპასუხოდ სანქციები დაუწესდეს კიდევ უფრო მეტ სუბიექტს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. რაც უფრო მეტად ესხმის მოსკოვი თავს მშვიდობიან მოსახლეობას, მით მეტი სანქცია უნდა დაწესდეს.

ჩვენ გავაგრძელებთ ფასის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს.

კიევში ევროკავშირის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. ღრმად მადლობელი ვარ ჩვენი კოლეგების, რომლებიც ადგილზე, ყველაზე რთულ პირობებში, მამაცობითა და თავდადებით აგრძელებენ მუშაობას”,_ აცხადებს კალასი.

The post “მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს”- კაია კალასი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი