ირანი თავდასხმებს შეაჩერებს, თუ აშშ-იც იგივეს გააკეთებს
ირანი მზადაა შეაჩეროს სამხედრო დარტყმები იმ პირობით, თუ შეერთებული შტატებიც შეწყვეტს იერიშებს. ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-თან ანონიმურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეირანის პოზიცია- „თავდასხმა თავდასხმისთვის“ უცვლელი რჩება. „თუ თავდასხმები შეწყდება, ირანიც შეაჩერებს თავის ოპერაციებს. ეს გზავნილი უკვე გადაეცა შეერთებულ შტატებს“, -განაცხადა ოფიციალურმა პირმა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ უოლცმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო იერიშების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რათა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს სივრცე და შესაძლებლობა მიეცეს. ირანის წინააღმდეგ 13-დღიანი საჰაერო კამპანიის შემდეგ, პენტაგონმა ოპერაციები პარასკევს გვიან ღამით შეაჩერა. შაბათ-კვირას მხარეებს შორის ახალი იერიშები… The post ირანი თავდასხმებს შეაჩერებს, თუ აშშ-იც იგივეს გააკეთებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →