სიახლე

დონალდ ტრამპი – ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა

GuriaNews

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ჩრდილოეთ […] The post დონალდ ტრამპი – ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ჩრდილოეთ ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, პარასკევს კი იორდანიაში განხორციელებულ დარტყმებს ორი სამხედრო ემსხვერპლა, რითაც აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებიდან დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-მა მათ დღესაც ძალიან ძლიერად დაარტყა.

The post დონალდ ტრამპი – ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი