მიხეილ ჭიაურელს ფილმის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გადაღებისას გაუჩნდა სურვილი – გიორგი შენგელაიას და სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის გამჟღავნებისას გადაეღო სახედარი, რომელიც უარყოფის ნიშნად, თავს გააქნევდა.
რამდენიმე დღის შემდეგ გადამღები ჯგუფის წევრები მის მშობლიურ სოფელ დიღომში ჩავიდნენ. თანასოფლელებმა კი უპასუხეს: “აბა, ვირს თავი როგორ გავაქნევინოთო”. ბოლოს თქვეს: “ტიღოს დავუძახოთ, ეშმაკი კაცია, იქნებ, მოიფიქროს რამეო”. ტიღომ კარგად მოუსმინა მიხეილ ჭიაურელს და თქვა: “ჰო, შეიძლება, მაგრამ ფულს თქვენ ვირის პატრონს მისცემთ და მე ტყუილად რატომ გავისარჯო?”
– არა, ტიღო, ფულს შენც მოგცემთ და ვირის პატრონსაც.
სულ მალე ტიღოც და ვირიც გადასაღებ მოედანზე გამოცხადდნენ. ტიღომ მოიტანა რეზინის მილი და ძაბრი ჩამოაცვა. როდესაც ოპერატორმა დაიძახა – “მოტორ!” უეცრად ჩაბერა ძაბრს და ყურნატკენმა სახედარმა თავის ქნევა დაიწყო. ისე კარგად შეასრულა ყველაფერი, რომ დუბლის გადაღება აღარც დასჭირვებიათ.
The post „ისე კარგად შეასრულა ყველაფერი, რომ დუბლის გადაღება აღარც დასჭირვებიათ“ appeared first on გურია ნიუსი.