,,რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური დარტყმები შემოდგომიდან დაიწყება”- დენის შტილერმანი
უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის დამფუძნებლის, დენის შტილერმანის განცხადებით, უკრაინული ბალისტიკური რაკეტების გამოცდების დასრულების შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, ბალისტიკური დარტყმები შემოდგომიდან დაიწყება. „შემოდგომით მოსკოვზე დარტყმები იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა ძრავის სტატიკური ცეცხლის ტესტირება… ამის შემდეგ სატესტო ფრენას ჩავატარებთ და რუსეთის ტერიტორიის შიგნით ფრენები დაიწყება. არმია გადაწყვეტს, სად გაუშვებენ მათ, მაგრამ ისინი თავიდანვე მნიშვნელოვანი სამიზნეებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა შტილერმანმა დმიტრი გორდონთან ინტერვიუში. Fire Point-ი 2022 წლიდან შორი რადიუსის დრონებს, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებს. გასულ წელს კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს წევრი აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გახდა. შტილერმანის… The post ,,რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური დარტყმები შემოდგომიდან დაიწყება”- დენის შტილერმანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →