სიახლე

რუსეთმა, შესაძლოა, ბალტიისპირეთზე დარტყმებისთვის უკრაინული დრონები გამოიყენოს – ლიეტუვის დაზვერვა

მედიაცენტრი

ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ბალტიის რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მისატანად უკრაინული წარმოების დრონების გამოყენებას განიხილავს. დაზვერვის ცნობით, კრემლმა, შესაძლოა, ომში ნადავლის სახით ხელთ ჩაგდებული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენოს, რათა თავდასხმის წარმომავლობა შენიღბოს და ნატო-ს ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხისმგებლობა უარყოს. აღნიშნული შეფასება ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმაც დაადასტურა. მინისტრის თქმით, რუსეთი არატრადიციული კინეტიკური თავდასხმების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ობიექტები შეიძლება გახდეს სამიზნე ან რა ვადებში იგეგმება შესაძლო იერიში. The post რუსეთმა, შესაძლოა, ბალტიისპირეთზე დარტყმებისთვის უკრაინული დრონები გამოიყენოს – ლიეტუვის დაზვერვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი