მოლდოვამ დრონის ჩამოვარდნის გამო რუსეთიდან ელჩი გაიწვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ კროკმაზში დრონის ჩამოვარდნის გამო მოსკოვიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. უწყების შეფასებით, მომხდარი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მათ ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას. ინციდენტი 9 აგვისტოს, უკრაინის ოდესის ოლქის საზღვართან მდებარე სოფელ კროკმაზში მოხდა. პოლიციის ცნობით, უპილოტო აპარატი ხეს შეეჯახა და ჰაერში აფეთქდა, რის შემდეგაც მისი ნაწილები დიდ რადიუსზე გაიფანტა. სამართალდამცველებს ჯერ არ დაუზუსტებიათ დრონის კუთვნილება. The post მოლდოვამ დრონის ჩამოვარდნის გამო რუსეთიდან ელჩი გაიწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →