სიახლე

მოლდოვამ დრონის ჩამოვარდნის შემდეგ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან ელჩი გაიწვია

მედიაცენტრი

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია. მოლდოვის საგარეო უწყებამ 9 აგვისტოს შტეფან-ვოდას რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად გამოწვეული ინციდენტი დაგმო. „ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, რამაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, მოლდოვის პოლიციამ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატს „დრონი-რაკეტა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ტიპის მოწყობილობა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. The post მოლდოვამ დრონის ჩამოვარდნის შემდეგ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან ელჩი გაიწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი