სიახლე

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

ტვ ოდიში

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მძღოლმაც მიიღო, ის კლინიკაში ბადრაგთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გაწერის შემდეგ კი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის […] The post გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მძღოლმაც მიიღო, ის კლინიკაში ბადრაგთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გაწერის შემდეგ კი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, 12 აგვისტსოს, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

 

The post გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი