სიახლე
გომის მთაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია
მედიაცენტრი
გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ამ დროისთვის ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება, რის გამოც დროებით იზოლატორში გადაყვანა ვერ ხერხდება. გომის მთაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ცნობებით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო. საგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ბელარუსის 17 ტურისტი დაშავდა, რომელთა შორის 6 ბავშვია. The post გომის მთაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.