სიახლე

შსს: დევდორაკის კალაპოტში დინების აწევის გამო „დარიალზე“ ევაკუაცია გამოცხადდა, გველეთთან მოძრაობა ჩაიკეტა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: _ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა […] The post შსს: დევდორაკის კალაპოტში დინების აწევის გამო „დარიალზე“ ევაკუაცია გამოცხადდა, გველეთთან მოძრაობა ჩაიკეტა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

_ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.

The post შსს: დევდორაკის კალაპოტში დინების აწევის გამო „დარიალზე“ ევაკუაცია გამოცხადდა, გველეთთან მოძრაობა ჩაიკეტა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი