,,უკრაინამ რუსეთში „სავასლეიკას“ აეროდრომსა და ნავთობობიექტს დაარტყა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის „შორ მანძილზე მოქმედი სანქციების“ გეგმის ფარგლებში დარტყმა განხორციელდა „სავასლეიკას“ აეროდრომზე, სადაც ის რუსული საბრძოლო თვითმფრინავებია ბაზირებული, რომლებიც უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ბომბავენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სამიზნე ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამასთან, ზელენსკის ცნობით, დადასტურებულია იერიში და დაზიანება ქალაქ უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობის ობიექტზეც, რომელიც უკრაინიდან 800 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. „ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების სანქციების ჩვენეული გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შემცირდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. The post ,,უკრაინამ რუსეთში „სავასლეიკას“ აეროდრომსა და ნავთობობიექტს დაარტყა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →