სიახლე
ქარიშხალ „ლალას“ ჰავაიზე მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა
მედიაცენტრი
ტროპიკული ქარიშხლის, „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაზიანდა 100 სახლი და საჭირო გახდა 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. მედიის ცნობით, უამინდობით გამოწვეულ საგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ ოაჰუში ელექტროენერგია თავდაპირველად 220 000 აბონენტს გაეთიშა, თუმცა მოგვიანებით მომარაგება ნაწილობრივ აღდგა. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უპრეცედენტო ნალექმა გზების დატბორვა გამოიწვია. შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა აეროპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მგზავრებს ავიაკომპანიებთან ფრენების განრიგის გადამოწმებას ურჩევენ. The post ქარიშხალ „ლალას“ ჰავაიზე მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.