სიახლე

,,დროა, გაყინული რუსული აქტივების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ” – სიბიგა

მედიაცენტრი

,,დროა, გაყინული აქტივების საკითხს დავუბრუნდეთ, რათა განვიხილოთ ლეგალური მექანიზმები იმისთვის, რომ მათი უკრაინის მიერ გამოყენება მოხდეს“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის ღირებულება 600 მილიარდ დოლარს აღემატება. „გაყინული აქტივები ერთ-ერთი ფუნდამენტური გზაა, რომელსაც ჩვენი მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია. ამიტომ, ჩვენ ამას ევროპულ დედაქალაქებში და არა მხოლოდ ევროპულ დედაქალაქებში აქტიურად განვიხილავთ“, – აღნიშნა სიბიგამ. ანდრეი სიბიგა კიევში, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ პრევოს შეხვდა. The post ,,დროა, გაყინული რუსული აქტივების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი