აშშ-მა კანადურ საქონელზე ტარიფების დაწესება გადაავადა
აშშ-სა და კანადას შორის შემუშავებული შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, უკვე ტრამპის მაგიდაზეა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი ტარიფების ამოქმედება სამი დღით შეჩერდა, რადგან ვაშინგტონი და ოტავა საბოლოო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. „კანადის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფები სამდღიანი ვადით შევაჩერე იმის გათვალისწინებით, რომ კანადა და აშშ, დოკუმენტების დასრულების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწევენ!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საბოლოო შეთანხმებამ შესაძლოა Keystone XL მილსადენის პროექტის აღდგენასაც ჩაუყაროს საფუძველი, რომელიც თავის დროზე ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებმა შეაჩერეს. ორი ქვეყნის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში ინტენსიურ… The post აშშ-მა კანადურ საქონელზე ტარიფების დაწესება გადაავადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →