ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტერ მადიარი კიევში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი კიევში მიიწვია. ზელენსკის წერილს უნგრეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ,,ჩვენს ერებს კეთილმეზობლობის, ორმხრივი პატივისცემისა და თავისუფლებისთვისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის ერთობლივი ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აერთიანებს. მადლობელი ვართ უნგრეთის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ასევე, ჩვენი სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში სოლიდარობისთვის”, – წერს ზელენსკი. მან აღნიშნა უნგრეთის ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელი ბავშვებისა და მეომრების მკურნალობა, უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს უნგრეთს “როგორც კეთილ მეზობელსა და სანდო პარტნიორს”. ,,დღეს, უნგრელი ერის არჩევანის წყალობით, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ფურცელს ვშლით: ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, ორმხრივი… The post ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტერ მადიარი კიევში მიიწვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →