სიახლე
,,რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ” – ცაჰკნა
მედიაცენტრი
,,რუსეთის მიზანი ნათელია: ტერორი და ნგრევა”, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე განხორციელებულ იერიშს. „რუსული დრონების მორიგი მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე. ყველაზე მძიმე დარტყმები სოფელმა მილამ მიიღო. მიმდინარე კვირაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აჩვენებს, რომ რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ. კრემლის გეგმა უნდა ჩაიშალოს“, – წერს ცაჰკნა X-ზე. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. The post ,,რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ” – ცაჰკნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.